საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად ბათუმში განახლებულ №7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად ბათუმში განახლებულ №7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

  • 17-სექ-2025, 16:30
  • 0 კომენტარი
  • 1 ნახვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად ბათუმში განახლებულ №7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები პრემიერ მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.
საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების, ასევე, სკოლის სრული შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
განახლდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა ლიფტი. ასევე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.
სკოლა გათვლილია 1300 მოსწავლეზე. პროექტის ღირებულება 5 047 000 ლარია.
img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული