აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
- 09-მაი-2025, 17:00
- 0 კომენტარი
- 15 ნახვა
>
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან, ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სულხან თამაზაშვილმა, ქართველი კაპიტნის, მეორე მსოფლიო ომის გმირის, ანატოლი კაჭარავას მემორიალი ყვავილებით შეამკო.
დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავია.