აჭარაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღინიშნა.
სიახლეები

აჭარაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღინიშნა.

  • 02-ივლ-2025, 12:00
  • 0 კომენტარი
  • 3 ნახვა
აჭარაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღინიშნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძეთან ერთად სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების განმტკიცებაში.
,,მნიშვნელოვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განმტკიცებაში. პროფესიონალიზმითა და თავდადებული სამსახურით, უკვე წლებია აძლიერებთ ჩვენ სახელმწიფოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ანზორ ჩუბინიძეს. მისი ხელმძღვანელობითა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა საერთაშორისო სტანდარტების ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც მზად არის უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული