აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. 
სიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. 

  • 01-ივლ-2025, 15:00
  • 0 კომენტარი
  • 7 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. 

აჭარის მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხები. ასევე, ისაუბრეს ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ახალ პროექტებზე.  

მიხეილ ყაველაშვილმა სულხან თამაზაშვილისგან სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რეგიონის ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა რეგიონში არსებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ქვეყნის მიზანმიმართული პოლიტიკის და სტაბილური გარემოს შედეგია.

img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული