ბათუმი საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებას მასპინძლობს.
სიახლეები

ბათუმი საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებას მასპინძლობს.

  • 21-ივნ-2025, 17:00
  • 0 კომენტარი
  • 3 ნახვა

ბათუმი საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებას მასპინძლობს.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან, გეკა გელაძესთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ აჭარაში წარმატებული ტურისტული სეზონის მოლოდინია. მისი თქმით, რეგიონში ვიზიტორების რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მზარდია, რაც სტაბილურობისა და მშვიდობიანი გარემოს პირობებში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. 

,,აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით. ეტაპობრივად გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს. ამასთან უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობის დაცვა. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საპოლიციო და სამაშველო ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ, როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების უსაფრთხოებაზე“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზაფხულო სეზონს განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით  შეხვდა. აჭარაში უწყების შესაბამისი დანაყოფები სრულად მობილიზებული არიან ადგილობრივებისა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველსაყოფად.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი თანამშრომელი  შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული