აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, დავით ფაცაციას შეხვდა.
- 21-ივნ-2025, 17:00
- 0 კომენტარი
- 3 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, დავით ფაცაციას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა აჭარაში და მათი მხარდაჭერის პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დევნილთა სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათი მაქსიმალური ჩართვა რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და სამოქალაქო ცხოვრებაში.