აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,
სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულებს შეხვდა.
წელს ეროვნული პრემიის გამარჯვებული აჭარიდან ორი პედაგოგია - ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი და დაბა შუახევის სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძე.
სულხან თამაზაშვილმა პედაგოგებს პროფესიული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ფასდაუდებელია მასწავლებლის როლი ახალგაზრდების ღირსეულ, პასუხისმგებლიან და პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესში.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ პედაგოგებს დამატებით გადაეცათ ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გასულ წლებში გამარჯვებული პედაგოგები. 2023 წელს პრემია ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებელს ნაზი მიქელაძეს და ბათუმის საჯარო სკოლის მასწავლებელს ვენერა აბუსერიძეს, ხოლო 2024 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებელს ნანი კირკიტაძეს და ბათუმის საჯარო სკოლის მასწავლებელს ანა ანუშიძეს გადაეცათ.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2025 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 000 ლარის ფულადი ჯილდო 10 პედაგოგს გადაეცა.