ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.
სიახლეები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.

  • 22-სექ-2025, 15:30
  • 0 კომენტარი
  • 2 ნახვა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.
პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი კორპუსი, არსებულ შენობას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, კომპიუტერული ოთახი და სველი წერტილები. კეთილმოეწყო ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 1 970 000 ლარია.
სკოლის ახალი ინფრასტრუქტურა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს.
img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული