,,შუამთობის” სახალხო დღესასწაული დღეს კურორტ ბეშუმში საზეიმოდ აღინიშნა.
,,ჩემი მთავარი მიზანია შესაძლებლობები და კეთილდღეობები, რომელიც იქმნება აჭარაში თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ,,შუამთობის" დღესასწაულის მილოცვისას.
ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მიულოცეს.
„ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შესაძლებლობა ,,შუამთობის" სახალხო დღესასწაული თქვენთან ერთად აღვნიშნო. ბედნიერებაა, რომ დღეს ამდენი ადამიანი შეიკრიბა. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ შევძელით და გადავარჩინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენი ტრადიციები.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისებით ჩვენ შევძლებთ მაღალმთიანი აჭარიდან შეწყდეს მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის, ჩვენი მაღალმთიანი აჭარის განვითარებას“- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო ეთნოგრაფიულ-კულტურული სივრცეები. გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები.
,,შუამთობას“ საქართველოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.