აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა.

  • 29-მაი-2025, 18:00
  • 0 კომენტარი
  • 4 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს ფორმატში, განიხილეს რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის სტრატეგიები. 

სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონი მომზადებული შეხვდეს ზაფხულის ტურისტულ სეზონს. შეხვედრაზე განიხილეს ტურისტული ატრაქციებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის მზაობა ტურისტული ნაკადების დასახვედრად. 

დასკვნით ეტაპზეა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის განხორციელება. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია  დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სატრანსპორტო სისტემას ეფექტიანს  და კომფორტულს გახდის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის.


img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული