აჭარის ფარიკაობის ნაკრების წევრი ანანო ჯინჭარაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
- 16-მაი-2025, 16:16
- 0 კომენტარი
- 9 ნახვა
>
🥇 საქართველოს ჩემპიონი ანანო ჯინჭარაძე!
აჭარის ფარიკაობის ნაკრების გამორჩეულმა წევრმა, ანანო ჯინჭარაძემ, საქართველოს ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა!
🏅 მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პირადად შეხვდა, მიულოცა წარმატება, დაინტერესდა ანანოს სამომავლო გეგმებით და წარმატებები უსურვა მომავალ ასპარეზობებში.
🇬🇪 სპორტის მხარდაჭერა ჩვენთვის პრიორიტეტია – განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ახალგაზრდები ასეთ ღირსეულ გამარჯვებებს აღწევენ!