აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
სიახლეები

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

  • 06-მარ-2026, 11:00
  • 0 კომენტარი
  • 3 ნახვა
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. 
დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის რეკომენდაციით ფინანსურ დახმარებას  ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, ასევე ეკომიგრანტების დახმარება აჭარის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2025 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად 8 მილიონ ლარამდე გამოიყო.
img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული