სულხან თამაზაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო
სიახლეები

სულხან თამაზაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

  • 25-თებ-2026, 15:00
  • 0 კომენტარი
  • 0 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოსამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელმა.

 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა. 

img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული