სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული მეჩეთი დაათვალიერა
სიახლეები

სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული მეჩეთი დაათვალიერა

  • 16-თებ-2026, 18:09
  • 0 კომენტარი
  • 2 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული ცენტრალური მეჩეთი დაათვალიერა.

 

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეჩეთის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია და მუსლიმ მრევლს კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში ლოცვის შესაძლებლობას მისცემს. 

 

პროექტის ფარგლებში აშენდა მეჩეთის მეორე სართული და განხორციელდა პირველი სართულის სრული რეაბილიტაცია.კეთილმოეწყო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია, მოწესრიგდა ეზო და გარე სივრცე.

 

რეაბილიტირებული მეჩეთი საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა დაათვალიერეს.

img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული