სულხან თამაზაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრო
- 15-იან-2026, 15:30
- 0 კომენტარი
- 4 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წარმოდგენას მეუღლესთან ერთად დაესწრო.
ქართული თეატრის აღდგენის დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის შემოქმედებითმა დასმა მაყურებელს დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი“ წარუდგინა. მსახიობებმა აუდიტორიას კლასიკური ქართული დრამატურგიის გამორჩეული ნიმუშის განახლებული ვერსია შესთავაზეს.
პრემიერას, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.