სულხან თამაზაშვილი: სოციალური სახლების მშენებლობა მთავრობის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის შედეგია და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება
სიახლეები

სულხან თამაზაშვილი: სოციალური სახლების მშენებლობა მთავრობის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის შედეგია და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება

  • 18-დეკ-2025, 18:00
  • 0 კომენტარი
  • 1 ნახვა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში 90 ეკომიგრანტ ოჯახს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. 
,,პროექტის განხორციელება  მთავრობის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი რეალური შედეგია. ჩვენთვის პრიორიტეტია მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებისთვის, ვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
პროექტის ფარგლებში აშენდა რვა სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი. პროექტის ღირებულებამ 11 130 046 ლარი შეადგინა.
img
სულხან თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი.

პოპულარული